ადვოკატი ენდრიუ გილმორი კეზერაშვილის თაღლითურ სქემაზე საუბრობს

254
spot_img

„იმედის კვირა“ ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებიც დავით კეზერაშვილის მიერ შექმნილი თაღლითური სქემით დაზარალდნენ და საპენსიო დანაზოგები დაკარგეს.

ერთ-ერთი რესპონდენტი ქალბატონიც კეზერაშვილის ქოლცენტრების მსხვერპლია. მას „იმედის კვირა“ ლონდონში შეხვდა. იგი აცხადებს, რომ მას თაღლითებმა 27 ათასი ფუნტი სტერლინგი მოპარეს.

დაზარალებულის ადვოკატის, ენდრიუ გილმორის განცხადებით, მათ ჰყვთ რამდენიმე ეჭვმიტანილი, რომლებიც ამ სქემიდან შემოსულ თანხებს ათეთრებდნენ.

„ჩვენ ვიცით რამდენიმე ადამიანი, რომლებიც გამოიკვეთნენ ან საქმეში. ისინი ამზადებდნენ ამ მასშტაბურ თაღლითურ სქემას. ჩვენ გვაქვს დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ამ საქმეში გარეული.

სამწუხაროდ, მე ვერ დაგისახელებთ ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რადგან ეს არის, გამოძიება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს პოლიციის მიერ მთელი ევროპის მასშტაბით. შესაბამისად, არ მაქვს უფლება გითხრათ მეტი დეტალი.

ჩვენ ვესაუბრეთ დაზარალებულებს დიდ ბრიტანეთსა და ასევე ევროპის ქვეყნებში, რომლებმაც წარადგინეს მტკიცებულებები და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა მათი ამ თაღლითურ სქემაში ჩართვა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროპული ქვეყნების სამართალდამცველებთან, რომ შევაგროვოთ ყველანაირი მტკიცებულებები და გავუზიაროთ გამოძიების შედეგები ერთმანეთს. რადგან ეს თაღლითური სქემა არის ძალიან დიდი და მოიცავს სრულიად ევროპას, ეს არის კომპლექსური, ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო თაღლითურ სქემაზე და ძალიან რთულია ზუსტი რიცხვის დასახელება, თუმცა დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ საუბარია მილიონებზე. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 100 მილიონ ფუნტზე მეტი დანაკარგი ამ სქემით. ჩვენ ვესაუბრებით ევროპელ კოლეგებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ევროპაში დანაკარგი ამ თანხაზე ბევრად დიდია“, – განაცხადა ენდრიუ გილმორმა.