10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

83
spot_img

10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.

1948 წელს მიღებული დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.

მართალია საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო და სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, მაგრამ მისი დაცვა თითქმის ყველა ქვეყანამ მისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებით სამართლად აქცია.

დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის, ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორებიცაა: ხელშეკრულება საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც 1966 წელს მიიღეს და ძალაში  1976 წელს შევიდა.