პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ „გირჩის“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

82
spot_img

97 ხმით ერთხმად, დეპუტატებმა პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ვახტანგ მეგრელიშვილის და ჰერმან საბოს მიერ მომზადებულ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

ცვლილების თანახმად, პარტიებს საშუალება ექნებათ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე დაარეგისტრირონ პარტიული სია იმ რაოდენობის კანდიდატებით, რა რაოდენობასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ.

კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, წარმოდგენილი ცვლილება საქმეს გაუმარტივებს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელსაც პარტიების მიერ წარდგენილი პარტიული სიების და მისი დანართების ადმინისტრირება შეზღუდულ დროში უწევს.