როდესაც ბრიუსელიდან ეს კარგი სიახლე შევიტყვე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამან შემახსენა ის მომენტი, როდესაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია გამოვაცხადე, მაშინ როდესაც ამ საკითხზე პასუხისმგებელი ევროკომისარი ვიყავი, – ამის შესახებ ყოფილმა ევროკომისარმა, დიმიტროს ავრამოპულოსმა განაცხადა. კომენტარი ევროკომისიის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბერძნეთის პარლამენტმა ათენში, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება არის უკვე მეორე ნაბიჯი, მომდევნო ნაბიჯი კი გაწევრიანებაა. პირადად მე ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ქვეყანა – საბერძნეთი მტკიცე მხარდამჭერია საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე გადადგმული ნაბიჯებისა. საქართველო ევროპული სახელმწიფოა. მისთვის ბუნებრივია და მისი ბედისწერაა, იყოს ევროპული ოჯახის წევრი. მსურს ასევე ტაში დავუკრა თქვენს მთავრობას, რომ თავისი მაქსიმუმი გააკეთეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად. მოხარული ვარ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს“, – განაცხადა ავრამოპულოსმა.