,,მელიამ იცის, რომ გარიცხის გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და ის ამას იყენებს”- წითლიძე

91
spot_img

მელიამ იცის, რომ პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, იყენებს ამას, რომ შიდა გარჩევა მოაწყოს და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს დააპირისპიროს ადამიანები, ვინც წლებია გვერდიგვერდ იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ , – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

წითლიძე მიხეილ სააკაშვილი განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ერთიანობის მომხრეა, თუმცა ყველაფერს აქვს თავის ლოგიკური დასასრული.

როგორც წითლიძე აცხადებს, ან “ყველამ უნდა გაასწოროს ფოკუსი” ან გაიგონ ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა უთხრა.

“მას საჯარო განცხადებამდე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა თითქმის ყველა ადამიანთან და პირადად უთხოვია ყველასთვის, რომ არ არის ახლა შიდა გარჩევის დრო და უნდა ვკონცენტრირდეთ რუსული ოცნების დამარცხებაზე. მე მოვისმინე ახლა ბაჩო დოლიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილი განცხადებას და ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუ არ ეთანხმები მიხეილ სააკაშვილი პარტიაში ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხზე სააკაშვილის განცხადებას, მაშინ რა გინდა საერთოდ ამ პარტიაში. თუ ვინმე არის ერთობის მომხრე არის მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება პარტიის შიდა რყევა და ეს გარჩევები და ამას უნდა ჰქონდეს თავის ლოგიკური დასასრული. მე არ ვიცი გულწრფელად, როგორი იქნება ეს ლოგიკური დასასრული, არ ვიცი, ეს ადამიანები წავლენ თუ არა პარტიიდან. არ ვისურვებდი, რომ წავიდნენ, თითოეული მათგანი იქნება დანაკლისი, მაგრამ, ასევე, ვთვლი, რომ ლოგიკური დასასრული უნდა დადგეს: ან ყველა უნდა დამშვიდდეს, დაწყნარდეს და გაასწოროს ფოკუსი, ან თუ ამ ფოკუსს ვერ გაასწორებს, მაშინ, როგორც მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, უნდა მოისმინონ და გაიგონ ეს ყველაფერი.

ნიკა მელიამ იცის, რომ გარიცხვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და სამწუხაროდ, ის იყენებს ამას. იყენებს იმისთვის, რომ შიდა გარჩევა მოაწყოს და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს დააპირისპიროს ადამიანები, ვინც წლებია გვერდიგვერდ იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. არავინ არავის გარიცხვას არ აპირებს, მე არაერთხელ მითქვამს, თუ ვინმე არის გულშემატკივარი მელიასი… ამ პარტიაში ძალიან ბევრი თავმჯდომარე გამომიცვლია, ვიღაცისთვის ხმა არ მიმიცია საერთოდ, ვიღაცისთვის მიმიცია, მაგრამ ეს არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ მომეწყო ის, რაც ახლა ხდება პარტიაში. ეს არ არის ჯანსაღი. ჩვენ არ ვართ კომუნისტური პარტია, რომ იმაზე ვიმსჯელოთ, რომ გარიცხვის საკითხი დადგეს, არ დგას ეს საკითხი ამ წუთას, იცის ეს ნიკა მელიამ, მაგრამ ამის ლოგიკური დასასრული უნდა დადგეს. ეს უნდა მორჩეს. ორი გზა არის: ან ეს ადამიანები დამშვიდდებიან, დაწყნარდებიან და შეეგუებიან სტატუსკვოს, რაც არის, 23 ათასმა ამომრჩეველმა აირჩია ამ პარტიის თავმჯდომარე, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მეასეხარისხოვანია, თუ არადა, მაშინ შეუძლია, როგორც მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, წავიდნენ და გააკეთონ თავის ახალი, იბრძოლონ მანდ.

მე ამ ყველაფერზე მილაპარაკია მათ შორის მათთან, მეტს გეტყვით, თუ მართლა გწამს, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვი, მაშინ მწამს და მჯერა, რომ არ არსებობს შიდა გაუგებრობა, რომელიც შეიძლება არ გადაილახოს, არ არსებობს პირადი ინტერესი, რომელიც შეიძლება უკან არ დაწიო, არ არსებობს წყენა, რომელიც შეიძლება არ დაივიწყო”, – განაცხადა წითლიძემ.