რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი 16 ნოემბრიდან სამარადან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეულ ავიარეისებს დაიწყებს, – ინფორმაციას რუსული მედია სამარას „კურუმოჩის“ აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„16 ნოემბრიდან ავიაკომპანია Red Wings -ი საქართველოს დედაქალაქში ყოველკვირეულ ფრენებს გეგმავს. ავიარეისები ხუთშაბათსაა დაგეგმილი. ფრენის ხანგრძლივობაა 2 საათი 45 წუთია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები „სუხოი სუპერჯეტის“ თვითმფრინავით შესრულდება, რომელშიც 100 სამგზავრო ადგილია.