დასავლეთი უკრაინაში კონფლიქტის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გაფართოებას ცდილობს , – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.
„ევროპაში მწვავე კრიზისის პროვოცირების შემდეგ, დასავლეთი ცდილობს კრიზისი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გააფართოოს“, – განაცხადა შოიგუმ პეკინში, სიანშანის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
პეკინში გამართულ ფორუმზე შოიგუმ განაცხადა, რომ ნატო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავის ძალებს აძლიერებს, ზრდის სამხედრო წვრთნების მასშტაბებს და აწარმოებს დაჩქარებულ შეიარაღებას .
„დასავლეთის პოზიცია რუსეთის მიმართ ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი კონფლიქტის რისკს წარმოადგენს, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა შოიგუმ.
რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ ვაშინგტონი კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების „ჰუმანიტარული ინტერვენციების“ საბაბად გამოყენებაში დაადანაშაულა.