ევროკომისია უმკაცრესად გმობს მაჰაჩყალის აეროპორტში ანტისემიტურ თავდასხმას

113
spot_img

მაჰაჩყალის აეროპორტში ანტისემიტურ თავდასხმას ევროკომისია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მკაცრად გმობს ყოველგვარ ანტისემიტიზმს.

“ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ანტისემიტიზმს. ევროკომისიამ უამრავი ნაბიჯი გადადგა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად”, – აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა, სტეფან დე კეერსმაკერმა.

რუსეთში, დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში ადგილობრივი მოსახლეობა შეიჭრა.

თავდამსხმელები მგზავრების პასპორტებს ამოწმებდნენ, რათა გაერკვიათ, ვინ იყო მათ შორის ისრაელის მოქალაქე.