გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი, რომელიც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს, გარდაცვლილი იპოვეს, – ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გერმანიისა და ისრაელის მოქალაქის, 23 წლის შანი ლუკის ცხედარი ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, შანი ლუკი „ნოვას” მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, როდესაც 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილმა „ჰამასის“ წევრებმა გაიტაცეს.