საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ს სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს -ლავროვი

99
spot_img

საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედება, უპირველეს ყოვლისა, ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ს სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს, – ამის შესახებ თეირანში 3+3-ის პლატფორმის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, თეირანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველოსთვის პლატფორმის კარი ღია რჩება.

„ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის ჩვენს ფორმატში კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს. ვაფასებთ, რომ თბილისი გამოდის ამის მომავალში გაკეთების შესაძლებლობიდან, რამდენადაც გვესმის. ყველა გარემოებაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა ქმედება, უპირველეს ყოვლისა, ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, როგორც მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ს სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

თერიანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის შემდგომ მიღებული ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, 3+3-ის ფორმატის შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებდა. „საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.