PSP, როგორც პირველი ფარმაცევტული კომპანია, რომელმაც ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი ჯერ კიდევ 2007 წელს პირველი ონლაინ აფთიაქის შექმნით დაიწყო, ფარმაციის დარგში წლების მანძილზე ელექტრონული კომერციისა და ბიზნეს პროცესების ციფრული ტრანფორმაციის შესახებ გამოცდილების შესახებ მოხსენება გააკეთა ProdAct Community Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ციფრული პროდუქტების კონფერენციაზე.
2023 წლის 8 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ციფრული ტექნოლოგიებს და ციფრული პროდუქტების მენეჯმენტით დაინტერესებული 400-მდე ციფრული პროდუქტის მენეჯერები, დიზაინერები, ინჟინრები, მეწარმეები, სტუდენტები შეიკრიბნენ.
ფარმაცევტულ დარგში ციფრული ტრანფორმაციების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს PSP-ს ბიზნეს პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა თიკო ცეცხლაძემ და ელექტრონული კომერციის განვითარების მენეჯერმა საბა ფაშურიშვილმა.
1 დღიან კონფერენციაში მონაწილეობა 20-მდე კომპანიამ და 5-მა სტარტაპმა მიიღო, მათ შორის, საერთაშორისო კომპანიების Stanford Club of Poland, Miro, Spotify, Google-ის უცხოელმა წარმომადგენლებმა და ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობენ.
ორგანიზატორების თმით, კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება და ციფრული პროდუქტების სიახლეების გაცვლის საუკეთესო საშუალება იქნება ქართველი ციფრული პროდუქტების სპეციალისტებისთვის.
R