თეთრმა სახლმა გაუგზავნა წერილი უკრაინას რეფორმების შესახებ რომლებიც ქვეყანამ სამხედრო დახმარების მიღების გასაგრძელებლად უნდა გაატაროს

309
spot_img

საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ, მაიკ პაილმა დონორთა საკოორდინაციო პლატფორმას წერილი გაუგზავნა, სადაც იმ რეფორმების ჩამონათვალია, რომლებიც უკრაინამ სამხედრო დახმარების მიღების გასაგრძელებლად უნდა გაატაროს. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, წერილი ასევე გაეგზავნა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს და უკრაინის პრეზიდენტის აპარატს.

მედიის ცნობით, დოკუმენტში გაწერილია ცვლილებები მათი განხორციელების პრიორიტეტის მიხედვით. კერძოდ, ისინი ეხება სახელმწიფო საწარმოების, ანტიკორუფციული ორგანოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლო ხელისუფლების სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირებას.