შემაშფოთებელია, როცა პრეზიდენტი უხეშად და საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას, ეს უკვე განმეორებით ხდება, პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციისა და კანონის დაცვის მაშინ, როცა თავად დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის დაწესებულ წესებს, ამით თავის თავს კონსტიტუციის მიღმა აყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, სამწუხარო რეალობაა.
„ჩვენთან ადამიანს გადაადგილების უფლება გარანტირებული აქვს საქართველოს იგივე კონსტიტუციით, რომელსაც პრეზიდენტი არღვევს, მას კონსტიტუცია გადაადგილების სრულ თავისუფლებას ანიჭებს და მას შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს და ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს. შეუძლია, იაროს, სადაც სურს, მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველოს არ წარმოადგენს, რადგან მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.