“2 დაღუპული, 11 დაჭრილი, მათ შორის ბავშვები” – პირველი ცნობები ყარაბაღიდან

155
spot_img

მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია. როგორც სომხური მედია უფლებადამცველ გეგამ სტეპანიანზე დაყრდნობით წერს, დაღუპულია სულ მცირე ორი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. რაც შეეხება დაშავებულებს, სომხური მხარის ცნობით, მათი რაოდენობა თერთმეტია.

„საავადმყოფოში 6-7 ბავშვია გადაყვანილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

სომხური მედიის ცნობით, დაბომბილია სტეფანაკერტი და სხვა დასახლებები.