“ვაშაძე საუბრობს ევროპულ ღირებულებებზე და „ქურქუმლ ვაითის“ გვერდით ზის, სირცხვილია” – ალუდა ღუდუშაური

154
spot_img

ვაშაძე საუბრობს ევროპულ ღირებულებებზე და „ქურქუმლ ვაითის“ გვერდით ზის, სირცხვილია. ხალხთან იყავითო, მოგვიწოდებს ეს ფარჩაკი, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„სირცხვილია, [გიორგი] ვაშაძე ლაპარაკობს ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე, თან საუბრობს თავისუფალ ბიზნესზე, ადამიანის უფლებაზე და „ქურქუმალ ვაითის“ გვერდით ზის, [„ნაციონალური მოძრაობის“], რომლებსაც ერთ ხელში ცოცხი ეჭირათ და მეორე ხელში – ხელკეტი. სირცხვილია, ხალხთან იყავითო მოგვიწოდებდეს ეს ფარჩაკი ვაშაძე. თვითონ სად დგას, მიკროფონს არ აძლევენ, ხალხთან მიტუზულია ეს ადამიანი. იქ, სადაც არის ახლა, ეს არის მისი წიაღი „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კოჰორტა დარჩება ქართველი ხალხის მეხსიერებაში როგორც ქართველი ხალხის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.