რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფინურ მედიაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. მედია ფაქტის დამადასტურებლად სატელიტიდან გადაღებულ ფოტომასალას ავრცელებს.
ფინეთის არმის გადამდგარი მაიორის, მარკო ეკლუნდის თქმით, საზღვართან აგებული სამხედრო საწყობი სარემონტო მდგომარეობაშია და, სავარაუდოდ, შემოდგომა-ზამთრის ნალექიან ამინდებში ტექნიკის შესანახად გამოიყენებენ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ფინეთი NATO-ში გაწევრიანდა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრძანებით, ფინეთის საზღვართან შეიარაღებული ძალების გაძლიერება ხდება.