მაშველები შოვში 2 ადამიანს ისევ ეძებენ

56
spot_img

შოვში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ორ ადამიანს. სულ ნაპოვნია 31 გარდაცვლილი მოქალაქე. მათგან 29 ცხედარი იდენტიფიცირებულია. ორი გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება.

„ამ დროისთვის მდგომარეობა უცვლელია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სტიქიის ზონაში, ასევე, მდინარეების – ჭანჭახის და რიონის კალაპოტებში. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე იარსებებს სულ მცირედი მოსაზრება, რომ შესაძლებელია მოიძებნოს ადამიანები“, – განაცხადა ონის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა.