უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კონტრიერიში რთულად მიმდინარეობს, თუმცა უკრაინული ჯარი ყოველდღიურად წინ მიიწევს.
მისივე თქმით, კონტრიერიში დადგენილი გეგმის თანახმად მიმდინარეობს და ეს ძალიან რთული ოპერაციაა.
„თუ ვინმეს ეგონა, რომ კონტრიერიში რაღაც მარტივი გასეირნებაა და დასახული მიზნების მიღწევა – ყველა ტერიტორიის გათავისუფლება ძალიან ადვილია, გაითვალისწინეთ, რომ მოწინააღმდეგე ძლიერია. წინსვლა არის ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს იმ პირობებში, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს“, – აცხადებს დანილოვი.