“რუსეთისგან განსხვავებით, აფრიკაში ინვესტიციების ჩადება გვსურს” – კულება

92
spot_img

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა ისეთ ადგილებში, როგორიცაა აფრიკა – სადაც მოსკოვთან კავშირები საბჭოთა ეპოქიდან იწყება – გამოწვევად რჩება.

“რუსეთისგან განსხვავებით, აფრიკაში ინვესტიციების ჩადება გვსურს, რაც სარგებელს მოუტანს მათაც და ჩვენც, რადგან რუსეთის ყველაზე დიდი ინვესტიცია აფრიკაში “ვაგნერის” დაჯგუფებაა. ეს არის ინვესტიცია აფრიკის დაუცველობაში”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.