გრიგორიადისის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა სააპელაციომ დაუშვებლად ცნო

285
spot_img

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა დაუშვებლად ცნო.

ადვოკატის თქმით, სააპელაციომ აღკვეთის შეცვლის მოთხოვნაზე მიმართვა წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.