ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ „თბილის პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით ისაუბრა. მეუფე ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის ღონისძიებების გამართვა დაუშვებელია.
„ქართველ ერს ძალით უნდათ რომ ურჯულოება მოახვიონ. ანუ, ეს სოდომური ცოდვა უნდათ, რომ საქართველოს ძალით მოახვიონ თავს. ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა. უნდათ, რომ შენივე პოლიცია, შენი ჯალათი იყოს, ხელისუფლება იყოს ჯალათი და ხალხი ამ ჯალათების წინააღმდეგ იქნება. შიგნით უნდათ რომ გადატრიალება მოახდინონ. ის ხელისუფლება, რომელიც მართლა ჯალათი იყო, ამათგან მხარდაჭერილია და რომლებიც ყოველდღე ჯალათობით ცდილობდნენ საქართველოს მოშთობას, ამას 9 წელი ახორციელებდნენ, უცხო ქვეყნის პრეზიდენტების იმედით და არა საქართველოს მოსახლეობის იმედით ცდილობს, რომ თავი დაიხსნას სამართლიანი სასჯელისგან“, – განაცხადა მეუფემ.