„როსგვარდია“ მძიმე შეიარაღებასა და ტანკებს მიიღებს, – ამის შესახებ რუსულ მედიას უწყების ხელმძღვანელმა, ვიქტორ ზოლოტოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, ეს საკითხი უკვე განხილულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვიქტორ ზოლოტოვმა ასევე ისაუბრა „ვაგნერის“ წარუმატებელ შეიარაღებულ ამბოხზე და განაცხადა, რომ ამ მოვლენების დროს რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა „შესანიშნავად იმუშავეს“.
ზოლოტოვის განცხადებით, ქალაქიდან ქალაქში „ვაგნერის“ მებრძოლების სწრაფი გადაადგილება გამოწვეულია იმით, რომ ძალოვანი სტრუქტურების ძირითადი ძალები მოსკოვთან არის კონცენტრირებული. ის ასევე ამბობს, რომ თუ ამბოხის ფონზე მოსკოვში რაიმე სახის პროვოკაციები მოხდება, „როსგვარდია“ ყველაფ გამოწვევას გაუმკლავდებოდა.
რაც შეეხება „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს, ზოლოტოვის განცხადებით, ამბოხი დასავლური სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული, ვინაიდან მათ პრიგოჟინის გეგმების შესახებ რამდენიმე კვირით ადრე იცოდნენ.