“ჩვენებს ჰქონდათ გარკვეული წინსვლა ბახმუტის სამხრეთ ფლანგის მიმართულებაზე და წარმატებით მოიგერიეს შეტევები”

89
spot_img

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“გამთენიას ჩინებულად აგიზგიზგდა კრასნოდარის მხარეში ერთ-ერთი უმსხვილესი აფიპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის წარმადობა არის 6.25 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადში! მშვენიერი დასაწყისია დილიდან!

საერთოდ ბოლო დღეების და კვირების ტრადიციულ სიახლედ იქცა როგორც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საოკუპაციო ძალების შეიარაღების, ტექნიკისა და ცოცხალი ძალის, აგრეთვე ლოგისტიკური უზრუნველყოფის ცენტრების განადგურება ჩვენების მიერ! მაგალითად, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიუპოლის რაიონის დასახლება იურიევკაში ჩვენებმა გაანადგურეს ურდოს დისლოკაციის ადგილი. 100 იღბლიანი ბილეთის მფლობელი გემგზავრა კობზონთან, 400 კი ელოდება თავის შანსს მოხვდეს კობზონის კონცერტზე; ასევე წესად იქცა ყოველდღიური აფეთქებები ზაპორჟიეს ტოკმაკსა და მელიტოპოლში; აღარაფერს ვამბობ შებეკინოს დასახლებას ურდოს ვოლგოგრადში, რომელსაც ყოველდღიურობად ექცა მოფრენები, უადგილო ადგილას მოწევები და ბავოვნები;

გუშინ სარაკეტო და დრონებით დუელების კუთხით კიდევ ერთი ისტორიული დღე იყო; ურდო ასევე მერამდენე დღეა უკვე ბომბავს კიევს, კიევის ოლქს, ხარკივს, დნეპრს, კრივოი როგსა და მიკოლაივს, ჰოდა მიიღეს პასუხი; 30 უპილოტო საფრენი აპარატი გამოჩნდა მოსკოვის თავზე. არის უკვე ვიდეო მტკიცებულებებიც, რომ მათმა ნაწილმა მიაღწია სამიზნეს; არის ასევე ვიდეო მასალა, რომლის თანახმად დრონები ცვიოდა მოსკოვის ელიტურ რაიონ რუბლიოვაკში; დიდი ისტერიკა და პანიკა გამოიწვია ამან როგორც პუტინის რეჟიმის და მისი პროპაგანდისტული მანქანის შიგნით, ისე ზოგადად მოსახლეობაში; ინტერნეტით ვრცელდება ინსტრუქციები, რა უნდა გააკეთონ პირველ რიგში დრონების გამოჩენის დროს;

ოფიციალური კიევი უარყოფს პუტლერის რეჟიმის ბრალდებას, რომ ის დგას ამ შეტევის უკან; პოდოლიაკის თქმით, “ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩინური დრონები და აფრენილიყო უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე”; “იქნებ, სულაც უკან დაუბრუნდნენ გაშვებული ჭკვიანი დრონები მათ პატრონებს” – აცხადებს პოდოლიაკი;

დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი ჯეიმზ კლევერლი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს როგორც საკუთარი ტერიტორიების დაცვის მიზნით, ისე მტრის ტერიტორიაზე სამხედრო დანიშნულების ობიექტების განადგურების სრული უფლება;

დიდი ბრიტანეთის პრემიერი მიემგზავრება ვაშინგტონში. მომავალ კვირაში პრეზიდენტ ბაიდენთან მისი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის დახმარების გაზრდა იქნება. პრემიერი სუნაკი შეეცდება დაარწმუნოს პრეზიდენტი ბაიდენი, რომ აშშ-მ გადასცეს უკრაინას 300 კილომეტრზე მოქმედი “ხმელეთი-ხმელეთი” ტიპის ფრთოსანი რაკეტები ატაკამსი. პრეზიდენტმა ბაიდენმა, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ატაკამსების საკითხი კვლავინდებურად განხილვის საგანია. ეს ყველაფერი ჩემთვის ნიშნავს, რომ ეს საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

გუშინ პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდა ბრიტანული სამხედრო მრეწველობის წარმომადგენლებს, რომლის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა გეგმავს ბრიტანეთთან ერთად დაიწყოს უკრაინაში ჩელენჯერისტიპის ტანკების და საარტილერიო მ777 ჰაუბიცების წარმოება. მანამდე თუ გახსოვთ, გერმანულ რაინმეტალთან გააფორმეს შეთანხმება ჯავშანმანქანების წარმოებაზე! ხვდებით, ხო რას ნიშნავს ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო სამრეწველო კომპლექსების ამუშავება უკრაინის ტერიტორიაზე?!

აშშ-ს მედიით გავრცელდა ცნობა, რომ დღეს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოაცხადებს მორიგ სამხედრო დახმარებას, რომლის საერთო მოცულობა 300 მილიონ დოლარს შეადგენს და მასში შედის: რაკეტები ჰაიმარსებისთვის, სტინგერები, აგრეთვე, ავენჯერის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსები;

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი კიდევ ერთ მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს რუსეთისა და ირანისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესების და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ჩართული ქვეყნების და ორგანიზაციების დახმარების შესახებ;

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გუიდო კროსეტტომ გამოაცხადა, რომ მზადდება ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. როგორც მოსალოდნელია, მასში შევა ამერიკული პატრიოტის ანალოგი ფრანგულ-იტალიური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა სამპ-ტ, რომელიც ძალიან ეფექტურად იცავს კიევს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში მოუწოდა გერმანიას, შეუერთდნენ საავიაციო კოალიციას და გადასცემს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები ერუოფაითერ ტაიფუნები. საერთო ჯამში, რენიკოვის თქმით მათ 120 დასავლური ტიპის თვითმფრინავი ესაჭიროებათ. უფრო მეტი აქცენტი ფ-16-ებზეა, მაგრამ გერმანული ტაიფუნები, შვედური გრიპინები და ფრანგული რაფალებიც მშვენივრად წაადგება საქმეს.
რაც შეეხება ტანკებს, უკრაინამ უკვე მიიღო 60 ლეოპარდ 2 ტიპის ტანკი და კიდევ ელოდება 100-ზე მეტი ლეოპარდ 1 ტიპის ტანკის მიღებას;

პრეზიდენტი ზელენსკი ყოველდღიურ მიმართვებში სულ უფრო ხშირად აკეთებს აქცენტს მასიური კონტრ იერიშის მოახლოების თაობაზე;

ეს კვირა საერთაშორისო დიპლომატიური აქტიურობით გამოირჩევა. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სკანდინავიის ქვეყნებს სტუმრობს. შვედეთის პრემიერ მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან გამოხატა იმედი და რწმენა, რომ უახლოეს კვირებში, ანუ ვილნიუსის სამიტამდე შვედეთის ნატოში გაწევრების პროცედურები დასრულდება და შვედეთი ნატოს წევრი გახდება!

ოსლოში დღეს და ხვალ ნატოს საგარეო მინისტრების არაფორმალური მინისტერიალი შედგება, რაც სავარაუდოდ ბოლო ასეთი შეკრება იქნება ვილნიუსის სამიტამდე;

მოლდოვაში კი ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის მეორე სამიტი შედგება. კიშინოვიდან 30 კილომეტრში, კერძო შატოში ელოდებიან ევროპული კავშირის და წევრი ქვეყნების ლიდერებს; ამასობაში ირკვევა, რომ ევროპულმა კომისიამ გააორმაგა დახმარება მოლდოვისთვის და 300 მილიონ ევრომდე აიყვანა მომავალი წლისთვის; აგრეთვე არის მოლოდინი, რომ კვლავ გაიმართება სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის და და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა შარლ მიშელის და სავარაუდოდ მაკრონის და შოლცის მონაწილეობით.

დაბოლოს ფრონტის ხაზებზე, ძირითადად პოზიციური ბრძოლები და არტილერიული დუელები იყო მთელს გაყოლებაზე; ჩვენებს ჰქონდათ გარკვეული წინსვლა ბახმუტის სამხრეთ ფლანგის მიმართულებაზე და წარმატებით მოიგერიეს შეტევები მარიინკასა და ავდეევკაზე;

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა 2023-ში!

გაუმარჯოს საქართველოს ნატოში! გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ კავშირში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.