ნაცტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია – ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას -მამუკა მდინარაძე

227
spot_img

ჯერ არ ვიცი ნამდვილია თუ არა და რამდენად ზუსტია, მაგრამ ნაცტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია. არადა რამდენი ფეიკი აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენ… რეალურად თვითონ დადეს საჯაროდ!, – წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

„ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას… საკუთარი სამშობლოს მტრები არიან ჩვეულებრივი, ქმედითი, მავნებელი მტრები! მერე გამოდგებიან და სიტყვა რუსულს ვერ მოაშორებ პირიდან“, – წერს მდინარაძე.