ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი კიევს 24 მაისს ეწვია. ის უკვე შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას ოლექსი რეზნიკოვს, – ინფორმაციას RBC-უკრაინა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ შეუძლია გაიმარჯვოს ამ უკანონო ომში, რომელიც მან გააჩაღა. რამდენი რუსი ჯარისკაციც არ უნდა გაგზავნოს სასიკვდილოდ თავისი ეგოსა და იმპერიული ამბიციებისთვის, ის წარმატებას ვერ მიაღწევს და საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ გაძლიერდება“, – განაცხადა უოლესმა.
მისი თქმით, რუსები აგრძელებენ უკრაინის მოსახლეობის მიზანმიმართულ განადგურებას.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია უკვე იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ უკრაინის პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან და დაეხმარებიან ყველა შესაძლო ტიპის იარაღით, მათ შორის ტანკებით.
უოლესის განცხადებით, რომ მოკავშირეები ყოველთვის გვერდში უდგანან უკრაინას.
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს ბრიტანეთში უკრაინელი მებრძოლების მომზადების გაგრძელების საკითხი, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა.