ამჟამად უკრაინასა და რუსეთს შორის სერიოზული მოლაპარაკებების პერსპექტივა არ არსებობს. კრემლის მეთაურს, ვლადიმერ პუტინს, არ აინტერესებს დანაკარგები, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ უოლკერმა RBC-Ukraine- თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსი დიქტატორის ქცევის გაანალიზებისას ვოლკერმა აღნიშნა, რომ პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს.
„ვფიქრობ, ყველა ვხედავთ, რომ ვლადიმერ პუტინი არ აპირებს შეწყვიტოს ბრძოლა, თუ მოუსმენთ რას ამბობს, უყურებთ როგორ იქცევა, რას აკეთებს. მას არ აინტერესებს რამდენ რუსს მოკლავს“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა მხოლოდ რუსეთის ჯარებზე სრული გამარჯვების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს.