,,ჩვენ არ გვაქვს დაცვის არანაირი გარანტიები” – პაპუაშვილი

59
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, , საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამას თავისი მიზეზები აქვს. ნებისმიერი სანქცია გულისხმობს ესკალაციის ნიშანს მეორე ქვეყნისთვის. სანქცია გულისხმობს, რომ ერთი ქვეყანა მეორეს ეუბნება, რომ ის მეორე ქვეყანას ასე ვთქვათ, რაღაცისთვის სჯის, არის გარკვეული სანქცირება. სანქცირება გულისხმობს შესაბამისად ესკალაციაში შესვლას, ხოლო ესკალაცია არის ისეთი სპირალი და ისეთი პროცესი, რომელზეც გავლენა შემდგომ შეიძლება აღარ ჰქონდეს ქვეყანას და რთულია წინასწარი განჭვრეტა, რა შედეგები მოჰყვება ამას. სანქციის დროს არის რისკი კონტრსანქციის, სხვა საპასუხო ზომების, რომლის წინასწარ განჭვრეტა რთულია. აქედან გამომდინარე, ესკალაციაზე წასვლას ერიდება ყველა, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც აწესებენ ამ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ დავაკვირდებით და გავაანალიზებთ, ყოველ ჯერზე ფრთხილად უყურებდნენ ამ საკითხს, ერთი მხრივ, არ შევიდნენ ისეთ ესკალაციაში რუსეთთან, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, ან არ დააწესონ ისეთი სანქცია, რომელმაც შეიძლება, მათ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე – რუსეთს. ზუსტად ამ მიდგომებით ვხელმძღვანელობთ ჩვენ. განსხვავებით ამ ქვეყნებისგან, ევროკავშირი და ა.შ. ჩვენ არ გვაქვს დაცვის არანაირი გარანტიები, არც ნატო-ს ქოლგა გვიცავს, არც ევროკავშირის რაიმე ბერკეტები გვიცავს, არაფერი არ გვიცავს, ჩვენ ვართ მარტო ამ მხრივ. გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ჯარი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ორი რეგიონი. ამიტომ ამ გადმოსახედიდან ვუყურებთ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.