სააკაშვილთან და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობა ტოტალურ კრიმინალთან და ძალადობასთან მეგობრობას ნიშნავს -რატი იონათამიშვილი

12
spot_img

სადაც სააკაშვილი და კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, იქ კრიმინალური დანაშაულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულია რეკეტი, კორუფცია და ყველა მძიმე, ორგანიზებული დანაშაულები.

„რა თქმა უნდა, ეს საქართველოში მათგან არავის უკვირს, მაგრამ თუ უკრაინაში განსხვავებული მოსაზრება იყო, ისინიც მიხვდებიან, სინამდვილეში რაშია საქმე. სააკაშვილთან და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობა ტოტალურ კრიმინალთან და ძალადობასთან მეგობრობას ნიშნავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.