ექიმი  ოქროს ხელებით -დაივიწყეთ ხერხემლის ტკივილი!

315
spot_img

 ქავთარაძის ქ. 40-ში , ნუგზარ თაბუნიძის ნევროლოგიური კაბინეტის მისაღებში, ვის აღარ ნახავთ… მისამართის მიგნებაც არ გაგიჭირდებათ, თაბუნიძის კაბინეტიდან  თითქოს ტვირთჩამოცლილი(მათ შორის, ცნობილი მსახიობები, მომღერლები თუ სხვა პოპულარული პაციენტები)  ადამიანები გამოდიან და შვებაზე საუბრობენ… ერთ-ერთი მათგანი ჩვენმა ჟურნალისტმაც ჩაწერა:

,,მახსოვს, პირველად, როგორი პესიმისტური განწყობა მქონდა, ახლობელმა მირჩია და მეც გადავწყვიტე, ბედი მეცადა.  ნუგზარ თაბუნიძის მალამომ მოარჩინა თავადაც… სიმართლე რომ გითხრათ, თავდაპირველად არც მჯეროდა: იმდენი ექიმი, კლინიკა მანუალისტი თუ სახალხო მკურნალი მქონდა მოვლილი, ხელი მქონდა ჩაქნეული.. პირველივე სეანსის და მალამოს წასმის შემდეგ, ეგრევე  შვება ვიგრძენი. 10 სეანსის შემდეგ, სულ სხვა ადამიანად დავიბადე ხელახლა.. გაჩერდით რამდენიმე წუთი მის მისაღებში და ნახავთ, იმავეს რამდენი მისი კმაყოფილი პაციენტი გეტყვით“..

თბილისში , ნევროლოგ ნუგზარ თაბუნიძეზე, ლეგენდები კი არა, ნამდვილი ამბები  დადის მის სამედიცინო კაბინეტში პაციენტები ტკივილით შედიან და გაღიმული სახეებით გამოდიან. სწორედ ამიტომაც ის, ჩვენი ლოკალური კვლევების თანახმად,  წელსაც, გასული წლის მსგავსად, ნამდვილად იმსახურებს ჯილდოს- ხალხურ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის და 2024 წლის ამ ნომინაციის მფლობელიც ხდება.

კვე რამდენიმე წელიწადია, რაც ხერხემლის დაავადებებით შეწუხებულ ადამიანებს უნიკალური საგვარეულო მალამოთი მკურნალობს და ეფექტური შედეგები აქვს.

ნუგზარ თაბუნიძე-სახალხო მკურნალი : ,, ეს მკურნალობა არის ჩვენი გვარისა და საქართველოს საგანძური – სრულიად ნატურალური, ბუნებრივი და ათეული ბალახეული  შემადგენლობით. ჩვენ მიერ აღნიშნული მალამო ყოველდღიურად მზადდება და მალფუჭებადია, რაც მისი გაყიდვის უფლებას არ გვაძლევს .

-კონკრეტულად რომელ დაავადებებს კურნავთ და რამდენად ეფექტურად?
ეს არ არის ახალი დაავადებები. უწინ, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი წინაპრები, ოპერაციების გარეშეც კურნავდნენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: თიაქარი, რადიკულიტი, დისკოზი, პროლაპსი, პროტრუზიო, დისკოპათია, ართროზი, იშიასი, მარილების დაგროვება, ჰიგრომა, პოდაგრა, ნერვის ანთება. მეც სწორედ აღნიშნულ დაავადებებს ვკურნავ. ეს გახლავთ ინდივიდუალურად შერჩეული სამკურნალო კურსი, რომელიც სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში სხვადასხვაა. არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროცედურებს, არც დიეტასა და კვების სპეციალურ რაციონს. თუმცა, ზოგადად, სასურველია, რომ ცხიმიან პროდუქტს მოვერიდოთ და ზედმეტი წონა მოვიცილოთ.

 როგორც მოგეხსენებათ, მთელი ჩვენი სხეული ხერხემალზე არის აგებული. მისი დაავადებები გადასცემს ტკივილს სხეულის სხვადასხვა წერტილს. შეიძლება, გვტკიოდეს თავი, კიდურები და ეს ტკივილი არ გვაძლევდეს საშუალებას, რომ თავისუფლად ვიმოძრაოთ. ცხოვრება კი მოძრაობაა! არანაირი ოპერაცია ხერხემალზე არ გვაძლევს განკურნების სრულ გარანტიას და ამიტომ, ეს მხოლოდ უკიდურესი ეტაპია, რასაც ადამიანმა უნდა მიმართოს.

ვამაყობ, რომ ამ დარგის და ძირძველი ტრადიციების წარმომადგენელი ვარ. მიმაჩნია, რომ ეს ღვთისგან დალოცვილი საქმეა, ამიტომაც მინდა მადლობელი ვარ უფლის, რომ ამ საქმეს მაზიარა“.

პ.ს. თუ ხერხემლის დაავადებები გაწუხებთ და წლებია, გტანჯავთ მისგან გამოწვეული ტკივილები, არსებობს ნევროლოგი და სახალხო მკურნალი ნუგზარ თაბუნიძე და მისი საგვარეულო, საუკუნეებით გამოცდილი მალამო. ეწვიეთ მას და თავადაც დარწმუნდით!