“როდესაც მედია პოლიტიკურ სუბიექტს არ აძლევს უფლებას განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა, იქმნება საშიში პრეცედენტი”-კახა ბექაური

16
spot_img

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემკახა ბექაურმაწინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკური რეკლამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნარომ მაუწყებლების მხრიდანპოლიტიკური სუბიექტისთვის კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა ქმნის საშიშ და დამაზიანებელ პრეცედენტს როგორც საარჩევნო გარემოსთვისისე აღნიშნული სუბიექტისთვისრაც მას წინასაარჩევნოდ არათანაბარ პირობებში აყენებს.

თუ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი მაუწყებლისგან მოთხოვნილი და კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე იღებს უარსეს მნიშვნელოვან უფლებას ართმევს და აფერხებს აღნიშნულ სუბიექტს და წინასაარჩევნოდ არათანაბარ გარემოში აყენებს სხვებთან მიმართებაშიროდესაც მედია პოლიტიკურ სუბიექტს არ აძლევს საშუალებას განათავსოს კუთვნილი უფასო წინასაარჩევნო რეკლამაიქმნება ძალიან საშიში პრეცედენტირომელმაც შესაძლოა უბიძგოს სხვა მედიებს გაიმეორონ აღნიშნული და დაარღვიონ კანონირაც გამოიწვევს საარჩევნო გარემოს დაზიანებასაქედან გამომდინარეკომუნიკაციების კომისიისროგორც მარეგულირებლისა და ამ პროცესის მონიტორის გადაწყვეტილება იქნება მიმართული იმისკენრომ ეფექტიანად აღსრულდეს კანონი და ყველა პოლიტიკური სუბიექტის უფლება უფასო პოლიტიკური რეკლამის ჭრილშისამართლიანად და კანონიერად იყოს რეალიზებული“. – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმითწინასაარჩევნო პერიოდშისაქართველოს კანონმდებლობა მაუწყებლებს ავალდებულებს თავიანთი დეფიციტურიღირებული და მონეტიზებადი დრო პოლიტიკურ პარტიებს უფასოდ დაუთმონრაც გადამწყვეტ როლს თამაშობს მოსახლეობის ინფორმირებასა თუ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაზე: „მოგეხსენებათბევრ ქვეყანაში არ არის უფასო პოლიტიკური რეკლამა დაშვებული და თავდაპირველადსაქართველოშიც არსებობდა გარკვეული წინააღმდეგობები ამ საკითხზეთუ რატომ უნდა დაეთმო მაუწყებელს დრო უფასოდ პოლიტიკური სუბიექტებისთვისრომლითაც შეეძლოთ მიეღოთ გარკვეული სარგებელითუმცასაქართველოში კანონმდებელმა მიიჩნიარომ წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკურ რეკლამას აქვს უდიდესი ღირებულება წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არის უაღრესად მნიშვნელოვანი მოსახლეობის ინფორმირებისა თუ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისთვისშესაბამისადაუცილებელია არსებობდეს ეს პრაქტიკა და საჭიროა ყურადღება ეთმობოდეს მის სწორადარადისკრიმინაციულად განთავსებას.” – აღნიშნა კახა ბექაურმა.