აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 41 ქვეყანას შორის დასახელდა

18
spot_img

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რაც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11-წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება, რომელიც მსოფლიოს 142 ქვეყანაში კანონის უზენაესობის მაჩვენებლების შეფასებას ეძღვნება. აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 66% დაიმსახურა; სამხრეთ კორეასთან, დომინიკთან, პანამასთან, მალტასთან ერთად თანაბარი შეფასებით 37-ე პოზიციაზე გავიდა და მსოფლიოს საუკეთესო იმ 41 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც, კვლევის მიხედვით, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება ყველაზე ეფექტურად არის გარანტირებული.

ინდექსის მიხედვით, საქართველო აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით უსწრებს ევროკავშირის და ნატოს 9 წევრს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს: ხორვატიას, პოლონეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, კვიპროსს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ა.შ.

საქართველო რამდენიმე ათეული ადგილით უსწრებს 73-ე ადგილზე გასულ მოლდოვას და 59-ე ადგილზე გასულ უკრაინას.