დედოფლისწყაროში 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარს სოფელ ქვემო ქედში, ერთ- ერთი ადგილობრივის კუთვნილ ვენახში მიაკვლიეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად, რთველში იმყოფებოდა და სახლში აღარ დაბრუნდა.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, მამაკაცს საკუთარ ავტომობილში, იმ ვენახში მიაგნეს, სადაც მეგობრებთან ერთად იყო.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს.
გარდაცვალების რეალურ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.