„ჰამასმა“ პალესტინურ დაჯგუფებებთან, მათ შორის „ფატაჰთან“ შეთანხმება გააფორმა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი, მუსა აბუ მარზუკი ავრცელებს.
„დღეს ჩვენი ეროვნული ერთიანობისთვის შეთანხმებას ვაფორმებთ და ვამბობთ, რომ ამის დასრულების გზა ეროვნულ ერთიანობაზე გადის. ჩვენ ეროვნული ერთიანობის ერთგული ვართ“, – განაცხადა აბუ მარზუკმა.
პალესტინურ დაჯგუფებებს შორის მოლაპარაკებები ჩინეთში, 21-23 ივლისს გაიმართა. შეთანხმებას ხელი 14-მა დაჯგუფებამ მოაწერა.