კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის დელეგატების საკმარისზე მეტი ხმა დააგროვა

18
spot_img

კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის საკმარისზე მეტი ხმა დააგროვა. ამის შესახებ AP საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა 2 668 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა. დელეგატებმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე პარტიის ყრილობაზე უნდა მიიღონ, რომელიც აგვისტოში, ჩიკაგოში გაიმართება.

მანამდე კი ჰარისი ვილმინგტონში, თავისი საარჩევნო კამპანიის სტაფის წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: „არჩევნებამდე 106 დღე დარჩა და ამ დროის განმავლობაში ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა.

ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.