მე იმ ამერიკელებისაც მედარდება, ისე როგორ უნდა წახდნენ, რომ შალვა ნათელაშვილს ან მოუსმინონ, ან დაუჯერონ?!, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ განხილვაზე „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გამოჩენას.
„შალვა ნათელაშვილს თავის გაჭირვება ხომ ეყოფა, არავინ არაფრად თვლის ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად სადღაც გაქცევა-დასმენის რეჟიმში ყოფნაც ვერ მოიშალა. დასმენის რეჟიმი, როდესაც ეს იმ ქვეყანას ეხება, რომლის მოქალაქეცაა, ცხადია მას ერთ-ერთ იაფფასიან ჩვეულებრივ მოღალატედ აქცევს“, – წერს ნიკოლეიშვილი.