მოღალატეები აღმოჩნდნენ უფრო ძლიერები და მათ ამას ვულოცავ, თუმცა ეს ძალიან დროებითია -თამარ კორძაია

45
spot_img

მოღალატეები აღმოჩნდნენ უფრო ძლიერები და ვულოცავთ მათ ამას, თუმცა ეს ძალიან დროებითია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს.

„სამომავლოდ ზუსტად ასევე დავპირდები მოქალაქეებს, რომ ამათ ოქტომბერში გავისტუმრებთ. გამარჯვების მოლოდინი მაქვს“, – აღნიშნა კორძაიამ.

გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგოდ გაკეთებულმა განცხადებებმა და მუქარამ არ გაჭრა. ოპოზიციის რადიკალური ფრთის სურვილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ კანონის უკან გაწვევას აიძულებდა და შემდეგ დასცინებდა, არ შესრულდა – პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დაძლია.