საქართველოს ხელისუფლება მზად არის საქართველო დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე, ჩაკეტოს ევროპისკენ მიმავალი კარი და აქციოს საქართველო მსოფლიოსგან უკვე აღიარებულ ტერორისტულ და გენოციდის მომწყობ სახელმწიფოს ჩრდილქვეშ დასაბრუნებლად, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ეს არის მთავარი პრობლემა. ამ დიდი პრობლემის ნაწილია პირდაპირი ფრენებიც, ამ პრობლემის ნაწილია ჟრიამული უვიზო მიმოსვლაზეც და ა.შ.“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ცალმხრივია და ამასთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ ოპოზიციაში და განმარტავენ , რომ მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის გამო დაასაჩუქრა.