ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო მორიგ საქველმოქმედო აქციას ზესტაფონში ჩატარებს

16
spot_img

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, 1-2 ივნისს, იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის, ბაღდათისა და ტყუბულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს ჩაატარებს.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან;

მისამართი:  ზესტაფონი, ბიბილაშვილის ქ. N8; ხელოვნების სკოლის შენობა