რადიკალური ოპოზიციის მთავარი თემაა დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. ესაუბრათ არგუმენტებით, თუ კანონში დამატებები გაკეთდა?!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განუცხადა.
„ოპოზიცია პარლამენტში მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი და ამ დრო პოსტ-ფაქტუმ იგებენ, რომ რაღაც დამატებები იქნა შეტანილი. კი მაგრამ, სად არიან? სად იყვნენ ეს ადამიანები? თუ დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება? ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ არიან რეალურად ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში. მათი მთავარი თემაა დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. ესაუბრათ არგუმენტებით, თუ ეს დამატებები გაკეთდა?! მე არ ვარ საქმის კურსში, დეტალებში არ ვარ გარკვეული, თუმცა რაც მოვისმინეთ, რაღაც პრეტენზიებს გამოთქვამენ. ადგილზე უნდა მომხდარიყო! ეს არის პრობლემა, რომ არ მოხდა მსჯელობა. სამწუხაროდ, უკვე მიღებულ კანონზე ახლა გვიწევს საუბარი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.