არ მიმაჩნია, რომ ორი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდეს ასეთ ტონალობაში, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჯიმ ობრაიენის ბრიფინგის შეფასებისას განაცხადა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს „გულწრფელი საუბარი“ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა საუბრები სანქციებზე მისთვის მისაღები არ არის.
„სიდიდით კი არ იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნიდან იზომება ქვეყნის სუვერენიტეტი და არა იმით თუ რამდენი ადამიანი ცხოვრებს იმ ქვეყანაში და რამდენი აქვს ფული. ამიტომ, თუ ვსაუბრობთ თანაბარ ურთიერთობაზე, თანაბარი ურთიერთობისთვის ასეთი ტონალობის გამოყენება არ შეიძლება. ჩვენ თავიდანვე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ამერიკისკენ. ახლა სანქციებით საუბარი დაახლოებით იგივე, მდიდარი ნათესავი რომ გყავს და ყველაფრით გემუქრება – იცი რა, შენ თუ ამას არ იზამ, აღარ დაგეხმარები. არ მგონია, რომ ეს სერიოზული იყოს, მით უმეტეს დიპლომატის მხრიდან“, – განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი მადლობელი დარჩებოდა, ჯიმ ობრაიენს რომ აეხსნა, რა არის გამჭვირვალობის კანონში შესაცვლელი.