„მოიგონეს, რომ სპილო ხარ და უნდა ამტკიცო რომ არ ხარ“- ელენე ხოშტარია

29
spot_img

რუსული პროპაგანდის არც პირველი და არც უკანასკნელი ობიექტი არ ვარ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ და რუსეთს ვტკენ, რაც მხოლოდ მახარებს, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარია განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, „მოიგონეს, რომ სპილო ხარ და უნდა ამტკიცო რომ არ ხარ“.

“მოგიყვებით, როგორ მუშაობს პროპაგანდა “რუბლები”. ლონდონი, იაპონია, პარიზი და სხვა – ამ ოპერებში დღემდე იდგმება სოლიკო (სიმონ) ვირსალაძის სპექტაკლები და მის მემკვიდრეებს მამაჩემს და მის დეიდაშვილს, მანანა ხიდაშელს, როგორც წესი და რიგია, ერიცხებათ საავტორო უფლებების თანხები. სოლიკო ვირსალაძე, რომელმაც საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანა, დღეს ამ რუსული მთავრობის თავდასხმის ობიექტი გახდა, ნაცვლად იმისა, რომ ვამაყობდეთ. ყოველ ჯერზე, აი მეც რომ არ ვიცი, სუს-მა და „იმედმა“ იცის ყველა გადმორიცხვა, ოღონდ ამ დადგმების გადმორიცხვებს ბინძურად ეძახიან რუბლებს.

რუსული პროპაგანდის არც პირველი და არც უკანასკნელი ობიექტი არ ვარ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ და რუსეთს ვტკენ, რაც მხოლოდ მახარებს. ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობრებს და თანამოაზრეებს, რომ აქამდე სათანადოდ არ მილაპარაკია ამ თემაზე, რადგან ემოციურად ჩემთვის ძალიან რთული იყო სერიოზულად რეაგირება ამ სიბინძურეზე.

მოიგონეს, რომ სპილო ხარ და უნდა ამტკიცო რომ არ ხარ“, – აღნიშნავს ელენე ხოშტარია.