ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი აბრამ პეილი საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამერიკელი დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში, სადაც განხილული იყო ირანთან დაკავშირებით სანქციების შესაბამისობის საკითხი.
აბრამ პეილის განცხადებით, საუბარი ასევე შეეხო ირანის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში ასევე აცხადებს, რომ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაცვის საკითხი და ძალისხმევა ირანის რეჟიმის დესტაბილიზაციის ქცევის პრობლემის გადასაჭრელად.