თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებზე ძირითად ქალაქებში „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს

32
spot_img

თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმების დათვლა გრძელდება.

როგორც მედია წერს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ყველა ძირითად ქალაქში, კერძოდ, სტამბოლში, ანკარასა და იზმირში „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს.

ბიულეტენების 72,43 პროცენტის დათვლის შემდეგ, სტამბოლში მთავარი ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ მოქმედი პრეზიდენტი ექრემ იმამოღლუ 50,37 პროცენტით ლიდერობს, ხოლო „სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან“ მის კონკურენტს, გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, მურათ ქურუმს 40,9 პროცენტი აქვს.

თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში მოქმედი მერი მანსურ იავასი 58,79 პროცენტით ლიდერობს, ხოლო ტურგუტ ალტინოკს 33,27 პროცენტი აქვს.

ქალაქ იზმირში ამომრჩეველთა 48,25 პროცენტმა მისცა ხმა ჯემილ ტუგაის „სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან“, ხოლო ჰამზა დაგს 37,06 პროცენტი აქვს. იზმირში დათვლილია ბიულეტენების 70 პროცენტი.

არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 000 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.