არაფერი მიუთითებს უკრაინის მონაწილეობაზე მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ ტერაქტში -ევროკავშირი

35
spot_img

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ არაფერი მიუთითებს უკრაინის მონაწილეობაზე მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ ტერაქტში, რომლის გარშემოც კრემლი სპეკულაციას თესავს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ ბრალდებებს. არ არსებობს არანაირი ნიშანი, არანაირი მტკიცებულება, რომ უკრაინა რაიმე კავშირშია ამ ტერაქტთან“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

მან მოუწოდა რუსეთის მთავრობას, არ გამოიყენოს ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიის გაძლიერების საბაბად.