მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმისთვის დაკავებულ ორ პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღკვეთის ღონისძიების სახით ორივე დაკავებულს პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდა.
ორივე ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ასევე, როგორც ცნობილია, ორივე თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი. 24 მარტი რუსეთში საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.