როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს -რომან გოცირიძე

53
spot_img

“ქართულმა ოცნებამ“ გუშინ კვლავ განაახლა თავისი მავნებლური პროპაგანდა, წამოიწყო ანტიდასავლური კამპანიის მეორე სერია, ოღონდ სამიზნედ ახლა ამოიღო არა ევროპა და ევროკავშირი, არამედ აშშ-ს ზედ გულში დაუმიზნა”- ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ კვლავ განაახლა თავისი მავნებლური პროპაგანდა, წამოიწყო ანტიდასავლური კამპანიის მეორე სერია, ოღონდ სამიზნედ ახლა ამოიღო არა ევროპა და ევროკავშირი, არამედ აშშ-ს ზედ გულში დაუმიზნა. ძალიან სასაცილო იყო გუშინდელი ანტიამერიკული კამპანიის გამოცხადება, რომელიც პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაახმოვანა სპეციალური ბრიფინგით და დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც მხარი აუბა. თურმე რა პრეტენზია აქვთ აშშ-თან-რატომ არ არის უვიზო რეჟიმი? რატომ არ არის აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა? რატომ არ დაფრინავს აშშ-ში საქართველოდან პირდაპირ თვითმფრინავი? მერე „საუკეთესო მეგობრის“ მაგალითიც დაასახელა, აგერ ჩინეთთან ხომ გვაქვს ყველაფერი ეს. ახლა დაიწყეს დამუნათება, საყვედური იმ ქვეყნის, რომლის დახმარება რომ არა, დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა არ იარსებებდა. მხოლოდ აშშ-მ საკუთარი ბიუჯეტიდან და სხვადასხვა ფონდებიდან საქართველოს დახმარების სახით გაუწია 5 მლრდ დოლარზე მეტი“, – განაცხადა გოცირიძემ.

მან ხელისუფლებას მიმართა, რომ ეს არის „უნიჭო პროპაგანდა“, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ ისტორია დასჯის და განსჯის.

„ევროპასთან ხომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა, რას ერჩოდით ევროკავშირს 2 წელი რომ ლანძღვა-გინებაში იყავით? ე.წ. ხალხის ძალა პარტიად რომ შექმენით და პარტიად დააგვირგვინეთ, „ქართული ოცნება 2“ რომ მოგვევლინა, მათი მთავარი დავალება ივანიშვილის მხრიდან რა იყო გახსოვთ? თურმე ევროპა ბიძინა ივანიშვილს თავის ფულს არ აძლევს, სანამ საქართველო ომში არ ჩაერთვება და ბევრი სხვა სისულელეები. ეს არის უნიჭო პროპაგანდა. როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს“, – განაცხადა გოცირიძემ.