„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან ვიზა არ უნდა სჭირდებოდეს.
„საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, ვიზა არ უნდა სჭირდებოდეთ, „ქართულმა ოცნებამაც“ უფრო უნდა იაქტიუროს იმისთვის, რომ ეს საჭიროება დაანახოს ჩვენს პარტნიორ ქვეყანას“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
სავიზო რეჟიმი, საჰაერო მიმოსვლა და სავაჭრო ურთიერთობები – რატომ არ ცვლის არაფერს ამერიკა და არის თუ არა ეს რეალურად სტრატეგიული პარტნიორობა, ამ საკითხზე შეფასებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან. მმართველი გუნდი ორმხრივ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას. ოპოზიცია კი ტრადიციულად ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს.