“სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია” – იენს სტოლტენბერგი

24
spot_img

სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ეს ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისა და ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობას მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და მიაღწიოთ მშვიდობიან შეთანხმებას სომხეთთან. ასევე მნიშვნელოვანია, თუ ფართო რეგიონს შევხედავთ, უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა. რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. ნატოს მოკავშირეები უკიდურესად შეშფოთებულები არიან მიმდინარე ომის შედეგებით. ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინას მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. მივესალმები იმ აუცილებელ დახმარებას, რომელსაც აზერბაიჯანი უკრაინას გამოუყოფს, იმიტომ რომ უკრაინა ძალიან რთული სიტუაციაა შექმნილი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.