იგოეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა

22
spot_img

იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.