ჩინეთი მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოს -გენგ შუანგი

31
spot_img

ჩინეთი მზად არის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოს, – ამის შესახებ გაერო-ში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, გენგ შუანგმა განაცხადა.

„ჩინეთი მზად არის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოს და კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობაში კონსტრუქციული როლის თამაში განაგრძოს“, – განაცხადა გენგ შუანგმა.

გენგ შუანგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას ინარჩუნებს და საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას მხარს უჭერს.

„ჩვენ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ პოლიტიკური ნება გამოიჩინონ, კონსენსუსს მიაღწიონ, საომარი მოქმედებები შეწყვიტონ და სამშვიდობო მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ“, – აღნიშნა შუანგმა.